აშშ-ის ელჩი: დამკვირვებლები ანაკლიაში მომხდარ ინციდენტზე ყურადღებას ამახვილებენ

დამკვირვებლები აკვირდებიან, “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებს შორის ანაკლიაში მომხდარი ფიზიკურ დაპირისპირების გამო, იქნება თუ არა გამოყენებული შესაბამისი ჯარიმები, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა.
“დამკვირვებლები ყურადღებას ამახვილებენ იმ ინციდენტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე კვირის წინ. დამკვირვებლები ასევე აკვირდებიან, იქნება თუ გამოყენებული შესაბამისი ჯარიმა, ასევე, იქნება თუ არა უწყებათაშორისი კომისიის მიერ გამოკვლეული შესაბამისი დარღვევები”, – აღნიშნა ნორლანდმა ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შექმნილია სამუშაო ატმოსფერო და ისინი პროფესიონალურად მუშაობენ.
“არის შექმნილი სამუშაო ატმოსფერო. იმედი გვაქვს 15 ივნისამდეც გაგრძელდება ანალოგიური სიტუაცია და იქნება მსგავსი ატმოსფერო. ვულოცავ ყველა კანდიდატს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება ჩაებან პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს არ არის მარტივი. ამ შემთხვევაში შენს ცხოვრებას, ყოველდღიურობას უკვე მედიის ყურადღების ქვეშ აქცევ, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ვუსურვებ წარმატებას ყველა მონაწილე კანდიდატს”, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები