საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 48-ე სხდომა გაიმართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის თავმჯდომარეობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 48-ე სხდომა გაიმართა. სხდომას პროცესში ჩართული სამთავრობო უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, სხდომის დღის წესრიგი მოიცავდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის შემდეგ საკითხებს:
მ.წ. 10-11 ივლისს ქ. ბათუმში დაგეგმილი 11-ე საერთაშორისო კონფერენცია – ,,საქართველოს ევროპული გზა”; ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014-2017 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მდგომარეობა; საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორცილების მდგომარეობა; საქართველოს შესახებ საინვესტიციო კონფერენცია და საქართველო-ევროკომისიის ერთობლივი კოლეგიის სხდომა; ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში ევროკავშირის დახმარების 2014 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულებები.
სხდომაზე, ასევე, წარმოდგენიეს მოხსენება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული, საგარეო დახმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემის (Aid Management Information System – eAIMS) შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები