ჩინელმა მეცნიერებმა რობოტი ძაღლი გამოიგონეს (ვიდეო)

სააგენტო „thenews.com.pk“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინელმა მეცნიერებმა რობოტი ძაღლი გამოიგონეს, დეველოპერების განცხადებით კი, ტექნოლოგიამ „მსოფლიო-კლასის დონეს“ მიაღწია.
რობოტ ძაღლს შეუძლია 20 კგ-ის ოდენობის ნივთების გადატანა, ოთხფეხა რობოტი 60 სანტიმეტრის სიმაღლისაა, მისი სიგრძე კი 1 მეტრია.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, ინოვაციური რობოტი, დამუხტვის შემდეგ, 2-საათიანი მოძრაობის რეჟიმზეა გათვლილი.
რობოტი უახლეს ოპერატიულ სისტემაზეა აწობილი, რომელიც საშუალებას იძლევა, სხვადასხვა სიტუაციაში სწრაფი და ეფექტური რეაგირება მოახდინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები