ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა პუტინთან შეხვედრის შესახებ იცრუა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ხალბე ზეილსტრამ აღიარა, რომ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს 2006 წელს შეხვდა. ამის შესახებ მან გამოცემა „Volkskrant» -ს განუცხადა.
ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელი წარსულში აცხადებდა, რომ პუტინის აგარაკზე იმყოფებოდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა კომპანია „Shell“-ში მუშაობდა და პირადად გაიგო, როგორ თქვა პუტინმა, რომ ბელორუსიას, უკრაინას და ბალტიისპირეთის ქვეყნებს „დიდი რუსეთის“ ნაწილად აღიქვამს.
„მაშინ მე გადავწყვიტე, რომ ეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ისტორიაა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სერიოზული შედეგები. ამიტომ გადავწყვიტე, ეს მომეყოლა ჩემი მხრიდან, რათა არ გამესაჯაროებინა იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც იქ ნამდვილად იმყოფებოდა, რადგან მას ან მის კომპანიას პრობლემები არ შექმნოდა.
ზეილსტრამ ასევე აღნიშნა, რომ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია. აღსანიშნავია, რომ მინისტრმა აღიარება მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტამდე გააკეთა, სადაც ის პირველად უნდა შეხვდეს კოლეგას, სერგეი ლავროვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები