ნორლანდი: იმედი გვაქვს, ამჟამინდელი არჩევნებიც მშვიდ ატმოსფეროში ჩაივლის

იმედი გვაქვს, ამჟამინდელი არჩევნებიც საკმაოდ მშვიდ ატმოსფეროში ჩაივლის და იქნება შექმნილი თანაბარი ველი ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა. როგორც ნორლანდმა ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდრისას აღნიშნა, ზუგდიდი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბარომეტრია მთელი საქართველოსთვის.
“მოხარული ვარ, რომ კვლავ მომეცა შესაძლებლობა ვესტუმრო ზუგდიდს და ვისიამოვნო მისი მასპინძლობით. ეს ქალაქი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბარომეტრი მთელი საქართველოსთვის. სხვა დიპლომატიური თანამეგობრობის წარმომადგენლებთან ერთად ვაკვირდებით მიმდინარე პროცესს და იმ არჩევნებს, რომელიც საქართველოში გაიმართება ივნისის თვეში. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება საქართველოსთვის. ოქტომბერში ვიმყოფებოდი აქ და ვაკვირდებოდით საარჩევნო სიტუაციას, რომელიც მშვიდ ატმოსფეროში მიმდინარეობდა და იმედი გვაქვს, ამჟამინდელი არჩევნებიც საკმაოდ მშვიდ ატმოსფეროში ჩაივლის და იქნება შექმნილი თანაბარი ველი ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის”, – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები