ანგელა მერკელს მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება ახალგაზრდა წევრებით სურს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საკუთარი პარტიის ახალგაზრდა წევრებს, ახალ მთავრობაში მინისტრთა პოზიციების შესავსებად მოუწოდა. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
„ჩვენ უნდა დავკომპლექტდეთ, არამხოლოდ 60 წელზე მეტი ასაკის მინისტრებით, არამედ ახალგაზრდებითაც“, _ განაცხადა ანეგლა მერკელმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, მინისტრთა 6 ადგილია შესავსები.
შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს სამთავრობო კოალიციის შესახებ მოლაპარაკებები დასრულდა, რომელშიც მონაწილეობას „კონსერვატორები“ და „სოციალ დემოკრატები“ იღებდნენ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ანგელა მერკელმა და მარტინ შულცმა განაცხადეს, რომ კოალიციური შეთანხმება მიღწეულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები