საბერძნეთში მასშტაბური კორუფციული სკანდალი მწიფდება, რომლის სათავეში 2 ექს-პრემიერი და 8 მინისტრია

საბერძნეთში ახალი კორუფციული სკანდალი იწყება. მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანია „Novartis“-ს, პოლიტიკოსების და ექიმების მოსყიდვაში სდებენ ბრალს. კომპანია ამგვარად მედიკამენტების გაყიდვების მატებას და ფასების ზრდას ახერხებდა. საბერძნეთის იუსტიციის მინისტრმა სტავროს კონტონისმა განაცხადა, რომ „Novartis”-ის საქმე ყველაზე დიდი სკანდალია თანამედროვე საბერძნეთის ისტორიაში“ და ის უფრო სერიოზული საქმეა, ვიდრე „სიმენსის“ ქრთამების საქმე. ფიგურანტებს შორის არიან: ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი და რვა ექს-მინისტრი, პარტიიდან „ახალი დემოკრატია“ კი, _ რამდენიმე ათასი ექიმი და ჩინოვნიკი. პოლიტიკოსებმა, რომელთა სახელები პრესაში დაიბეჭდა, სრულიად უარყვეს „Novartis»-ის საქმესთან შემხებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები