ზვიად კვაჭანტირაძე: საქართველოს აფგან მუხთარლისგან ნამდვილად არ დაუმსახურებია ლაფში ამოსვრა

“ეს არის ჩვეულებრივი ცილისწამება. საქართველოს აფგან მუხთარლისგან ნამდვილად არ დაუმსახურებია, რომ ასე ლაფში ამოსვაროს მისი სახელი და იმიჯი. მის ამ განცხადებებს ხელისუფლების წინააღმდეგ ჩვენი ოპონენტები სათავისოდ იყენებენ და პირდაპირი გაგებით “ყეფა” დაიწყეს”,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის იმ განცხადების საპასუხოდ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, მუხთარლის თქმით, მისი გატაცება გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით მოხდა.

ზვიად კვაჭანტირაძემ, აღნიშნულთან დაკავშირებით, ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ამ საკითხზე ვრცლად საუბრობს.

“აფგან მუხთარლის განცხადებები, თითქოსდა საქართველოს ხელისუფლების და, კერძოდ, პრემიერ-მინისტრის დავალებით მოხდა მისი დაკავება და აზერბაიჯანისთვის გადაცემა, არის სრული აბსურდი და უკვე აბსოლუტურად საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ იგი კონკრეტულ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და შეგნებულად ეწევა ბინძურ კამპანიას საქართველის პრემიერ-მინისტრის და ხელისუფლების წინააღმდეგ. მუხთარლის, ვითომდა, “ქომაგები” დიდი აღტკინებით იყენებენ მსგავს განცხადებებს მისი გაუჩინარების პირველივე დღიდან საკუთარ ანტისახელისუფლებო რიტორიკაში, ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ. სამწუხაროა ისიც, რომ ამ დროისთვის, გამოძიებამ ვერ დაადგინა მუხთარლის “გაუჩინარების” რეალური სურათი, რაც თავისთავად ხელს უწყობს ანტისახელისუფლებო და ახლა უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის საწინააღმდეგოდ გაკეთებულ ყველა განცხადებას და ამას მე კრიტიკულად აღვიქვამ.
მუხთარლი დღეს პატიმარია და მე ყოველთვის თანავუგრძნობდი პატიმრებს, მაგრამ, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ბრალეულობა მისი გაუჩინარების საქმეში არ დასტურდება, ბატონმა მუხთარლიმ უნდა შეიგნოს, რომ მისი უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი განცხადებები არის ყოველგვარ ზღვარს გადასული ცილისწამება და ძალიან დიდ ზიანს აყენებს მისი ქვეყნის მეგობარ საქართველოს, მთელს ქვეყანას, მის იმიჯსა და რეპუტაციას, იმ ქვეყანას, სადაც იგი კარგა ხანს ცხოვრობდა და საკმაოდ კომფორტულად აფარებდა თავს”,- წერს ზვიად კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები