“გვაქვს დეცენტრალიზაციის პროცესის სწორი და თანამედროვე ხედვა და მოხარული ვარ, რომ ირაკლი კობახიძის მეშვეობით ამ ხედვას ამერიკული საზოგადოება გაეცნო”

ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამერიკელ კონგრესმენებთან, სენატორებთან და ექსპერტებთან შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ აქცენტი გააკეთა დეცენტრალიზაციის რეფორმის მნიშვნელობაზე. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა.
“ჩვენი ხელისუფლებისთვის დეცენტრალიზაციის სტრატეგია არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მნიშვნელობის ფუნდამენტური საკითხი, რომელიც გულისხმობს მმართველობის სისტემის ხალხთან დაახლოებას, ფინანსურად თვითკმარ და საჭირო უფლებამოსილებებით აღჭურვილ ადგილობრივ ხელისუფლებებს, ეფექტურად ფორმირებულ და კარგად მიწოდებულ სერვისებს მოსახლეობისათვის, მეტი ინსტრუმენტების გაჩენას საკუთარი ქალაქის, დაბის და სოფლისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების მეტი ჩართულობისათვის და რაც თავის მხრივ ნიშნავს მაღალ სოციალურ სოლიდარობას საზოგადოებაში.
ეს არის ჩვენი ხელისუფლების სწორი და თანამედროვე ხედვა და მოხარული ვარ, რომ ამ ხედვას ირაკლი კობახიძის მოხსენების საშუალებით ამერიკული საზოგადოება გაეცნო”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები