მამუკა მდინარაძე: ჩვენი გეგმა ბუნებრივად ჯდება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინტერესში

“ჩვენი ამბიციური გეგმა, პოლიტიკურ ცხოვრებაში პარლამენტის როლის გაძლიერების შესახებ, ბუნებრივად ჯდება ქვეყნის დემოკრატიული და სწრაფი ეკონომიკური განვითარების ინტერესში”,-ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც აღნიშნულ გეგმას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების უპირობო მხარდაჭერა აქვს, ის კიდევ უფრო რეალისტური ხდება.
“პარლამენტის თავმჯდომარემ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მთავარი გზავნილები გაახმოვანა – მოგეხსენებათ, ირაკლი კობახიძის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მან საჯარო გამოსვლისას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე, ახალ კონსტიტუციურ მოწყობაზე და პარლამენტის როლის გაძლიერებაზე ისაუბრა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ამერიკელი კოლეგების მიერ, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ხსენებული რეფორმების ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა და აღიარება”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები