ვახტანგ გომელაური, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა.
როგორც “კვირას” სუს-იდან აცნობეს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს. საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს.