ისრაელის სამხედრო მოსამსახურემ პალესტინელი თავდამსხმელი მოკლა

ისრაელის სამხედრო მოსამსახურემ პალესტინელი თავდამსხმელი მას შემდეგ მოკლა, როდესაც „West Bank „-ის დასახლებაში, პალესტინელმა თავდასხმა განახორციელა და ერთი სამხედრო ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ინფორმაციას „Foxnews“- ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილ სამხედროს, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ მიუღია.
პალესტინის ოფიციალური პირების განცხადებით, ისრაელის სამხედროებთან შეტაკების დროს, 2 პალესტინელი დაიღუპა, რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე კი დაიჭრა.
შეგასხენებთ, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები