ავსტრალიაში 7 ადამიანი საბავშვო პორნოგრაფიის წარმოებისთვის დააკავეს

ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა, საცირკო სკოლის 7 თანამშრომელი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებაში და სკოლის მოსწავლეების მიმართ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში.
პოლიციის განცხადებით, ბავშვთა მიმართ სისტემური დანაშაული წლების განმავლობაში გრძელდებოდა, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებიც იყვნენ, რომელთა საშუალო ასაკი 8 წელია. ინფორმაციას „thenews.com.pk“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 4 ქალს, 2 მამაკაცს და თინეიჯერ გოგონას 127 დანაშაულში ედებათ ბრალი.
დაკავებულებს შორის საცირკო სკოლის დირექტორი და დამფუძნებელიცაა, რომელსაც 43 დანაშაულში ედება ბრალი, ის ეჭვმიტანილია 14 წლის და უფრო დაბალი ასაკის ბავშვების სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამნაშავეებს გირაოს სახით გათავისუფლებაზე უარი ეთქვათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები