რამდენიმე წუთში მსოფლიოში ყველაზე მძლავრ რაკეტას Falcon Heavy-ს კოსმოსში გაუშვებენ (Live)

რამდენიმე წუთში, მსოფლიოში ყველაზე მძლავრი რაკეტის Falcon Heavy- სატესტო აფრენა მოხდება. კოსმოსური რაკეტის სატესტო ფრენისას ბიზნესმენი ილან მასკი საკუთარ ავტომანქანას „Tesla Roadster” გააყოლებს. ფრენას ილან მასკის კომპანია „SpaceX» აწარმოებს, რომელიც მან 2002 წელს დააფუძნა.
აფრენა „Nasa”-ს ცენტრიდან მოხდება, რომელიც აშშ–ში,ფლორიდანში მდებარეობს. ეს არის დემონსტრაციული მისია,რომლის მიზანია იმის შემოწმება, შეძლებს თუ არა რაკეტა მარსის ორბიტაზე დიდი ტვირთის წაღებას. თავად მასკი ამბობდა, რომ „Falcon Heavy“ მისი ტექნიკური სირთულის გამო, შეიძლება სტარტის დროს აფეთქდეს
მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე სახელოვანი ექსპერიმენტატორი და ბიზნესმენი მასკი Falcon heavy-ს აფრენის კომენტირებას საკუთარი ტვიტერის გვერდიდან აქტიურად ეწევა.
„CNN”-ის ცნობით, სასტუმროების ყველა ნომერი, რომელიც კანავერალის კონცხზე მდებარეობს, გაყიდულია, რადგან ტრადიციულად „Nasa” რაკეტების გაფრენებზე ბილეთებს ყიდის. ილან მასკის განცხადებით კი, ადამიანები მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდნენ, რომ ნახოთ რაკეტის წარმატებული გაფრენა ან საუკეთესო ფოიერვერკი, რომელიც ოდესმე უნახავთ.
სტარტამდე რამდენიმე საათით ადრე, მასკმა თავის ინსტაგრამზე სტარტის ანიმაცია გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, როგორ აფრინდება რაკეტა, როგორ გამოეყოფა მას სამივე საფეხური, რომლების დედამიწაზე მომდევნო გამოყენებისთვის დაბრუნდება და როგორ გამოფრინდება რაკეტიდან წითელი კაბრიოლეტი „Tesla Roadster” ასტრონავტის მანეკენით. ის მარსის მიმართულებით მიფრინავს. შესრულდება თუ არა რეალობაშიც ილან მასკის ეს ამბიციური და ძვირადღირებული ჩანაფიქრი, ამას რამდენიმე წუთში მთელი მსოფლიო იხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები