ამერიკელ ექიმს 40-დან 125 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ამერიკული სასამართლო ტანვარჯიშის ყოფილი ექიმის საქმეს განიხილავს და შესაძლოა მას თავისუფლების აღკვეთა 40-დან 125 წლამდე შეეფარდოს. ინფორმაციას „thenews.com.pk“ ავრცელებს.
ყოფილი ექიმი ასამდე გოგონას გაუპატიურებაშია ბრალდებული, მას ასევე ბრალად ედება იმ ქალბატონების გაუპატიურება, რომლებიც მასთან სარეაბილიტაციო კურსებს, წლების განმავლობაში გადიოდნენ.
ლარი ნასარი აღიარებს დანაშაულს და აღნიშნავს, რომ მან სექსუალურად იძალადა გოგონებზე, ასევე პაციენტ ქალბატონებზე. ყოფილი ექიმი მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკაში მუშაობდა.
საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის შემდეგ, მოსამართლემ განაცხადა, რომ „ ეს არ იწვევს იმ ემოციურ და ფიზიკურ ტანჯვას, რომელიც ლარი ნასარიმ გამოიწვია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები