რომელი ქალაქების მაცხოვრებლებს უწევთ საცობებში ყველაზე დიდხანს ყოფნა

სატრანსპორტო ანალიტიკის სფეროში მომუშავე კომპანია INRIX»-მა, 2017 წელს, მსოფლიოს დიდი ქალაქების გზების გადატვირთულობის მიმართულებით, კვლევა ჩაატარა. კომპანიის შეფასებით, რეიტინგის პირველ ადგილას ამერიკის უმსხვილესი ქალაქი ლოს-ანჯელესი მოხვდა, რომელთა მაცხოვრებლები წელიწადში, საცობებში დაახლოებით 102 საათს ატარებენ. მეორე ადგილზე მოსკოვია, რომლის მცხოვრებლებს საცობებში წელიწადში საშუალოდ 91 საათი უწევთ ყოფნა. რეიტინგის ათეულში შევიდა აშშ-ის კიდევ ოთხი ქალაქი. ესენია ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო, ატლანტა და მაიამი, ასევე ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი სან-პაულუ, კოლუმბიის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის დედაქალაქები.
მსოფლიოს ყველაზე გადატვირთულ ქვეყანად ტაილანდი აღიარეს, მეორე ადგილზე კი ინდონეზიაა. მას მოსდევს კოლუმბია და ვენესუელა.
ექსპერტებმა, სატრანსპორტო სიტუაციის შესახებ, 38 ქვეყნის 1360 ქალაქის მონაცემებს გაუკეთეს ანალიზი, მათ შორის ინდოეთის, ჩინეთის და იაპონიის მონაცემებიც იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები