აზერბაიჯანში პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები 11 აპრილს ჩატარდება

აზერბაიჯანის ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე მაზახირ პანახოვმა 11 აპრილი აზერბაიჯანში რიგგარეშე არჩევნების თარიღად გამოაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ქვეყნის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თარიღად 11 აპრილის შერჩევის შესახებ, ბრძანებულებას ხელი ორშაბათს მოაწერა. აქამდე არჩევნების ჩატარება 17 ოქტომბერს იგეგმებოდა. როგორც მმართველი პარტიის „ახალი აზერბაიჯანის“ მდივანმა განაცხადა, პარტია კანდიდატად მოქმედ პრეზიდენტს წარადგენს.
ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის ლიდერად სამჯერ აირჩიეს. მისი უფლებამოსილების ვადა ამა წლის ოქტომბერში იწურება. იმ ცვლილებების თანახმად, რაც აზერბაიჯანის კონსტიტუციაში 2016 წელს შეიტანეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი შვიდი წლის ვადით აირჩევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები