სინგაპურში, საჰაერო შოუს დროს, თვითმფრინავი აფეთქდა (ვიდეო)
სინგაპურში გამართული საჰაერო შოუს დროს, სამხრეთ კორეის კუთვნილი ერთ-ადგილიანი თვითმფრინავი აფეთქდა. მიზეზი კი ბალახის საფარზე გადასვლა იყო. ინფორმაციას „rt.com“ ავრცელებს.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 1:30 საათზე მოხდა.
ასაფრენი ბილიკიდან თვითმფრინავი ბალახის საფარზე გადავიდა, შემდეგ კი აფეთქდა და ცეცხლი გაუჩნდა, ინციდენტის დროს პილოტმა მცირე დაზიანებები მიიღო, უმოკლეს დროში სახანძრო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ხანძრის ევაკუაცია მოახერხეს და პილოტი ინციდენტის ადგილიდან გამოიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფირნავი სამხრეთ კორეას ეკუთვნოდა.
ტერიტორიის გასუფთავებამდე საჰაერო შოუ რამდენიმე საათით შეწყდა.