“პუტინის ნაბიჯები ხაზს უსვამს იმას, რომ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე მეტად აქტიური იყოს”

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე რუსეთის ქმედებებს აფასებს და აცხადებს, რომ პუტინის ორივე ნაბიჯი კიდევ უფრო დაძაბავს უსაფრთხოების ისედაც საკმაოდ სუსტ გარემოს საქართველოსა და რეგიონში.

“უკიდურესად აღმაშფოთებელია გუშინდელი გადაწყვეტილებები ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. მორიგი ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გადმოკვეთოს საოკუპაციო ზოლი და ელემენტარული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დახმარება მიიღოს.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ე.წ. შეიარაღებული ძალების შესვლა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ეს არის ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს უსაფრთხოების ისედაც საკმაოდ სუსტ გარემოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში და კიდევ ერთხელ, ორივე ნაბიჯი ხაზს უსვამს იმას, რომ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე უნდა იყოს უფრო აქტიური, უფრო ძლიერი იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი ნაბიჯები არ გადაიდგას”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები