ვახტანგ შაქარიშვილი: „ქართულ ოცნებას“ ოპონენტების მიერ დადგმულ პოლიტიკურ წარმოდგენაში მონაწილეობის დრო არ აქვს

თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების მოთხოვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, მმართველი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგმულ პოლიტიკურ წარმოდგენაში მონაწილეობის დრო არ აქვს. დეპუტატი განმარტავს, რომ ვისაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა, საკითხის განხილვაში მონაწილეობის და პასუხების მიღების საშუალება პარასკევს გამართულ ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე  მიეცა.

„კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ჩვენც და უმრავლესობის წევრებმაც ძალიან მწვავე კითხვები დავსვით. ამ განხილვაში ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო მონაწილეობა. მათ საშუალება ქონდათ, კითხვები დაესვათ და  მერიის მაღალჩინოსნებმა, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა, ასევე თბილისის ვიცე-მერმა ამ კითხვებს პასუხები გასცეს“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

როგორც ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა,  კომისიების ფორმატში საკითხის დეტალურად განხილვის  მეტი შესაძლებლობაა, მაგრამ მისივე თქმით,  „ნაციონალურ მოძრაობას“ საკითხის განხილვის ნაცვლად, წარმოდგენის მოწყობის სურვილი ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები