“ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატს გაზაფხულზე დაასახელებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ მმართველ გუნდში კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა. მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატი სავარაუდოდ გაზაფხულზე გამოიკვეთება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„საკითხზე შეთანხმება გონივრულ დროში მოხდება და წინასაარჩევნო კამპანიაც თავის დროზე დაიწყება. ვფიქრობ, საპრეზიდენტო კანდიდატი გაზაფხულზე გამოიკვეთება, რომელსაც მხარს დავუჭერთ“, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჯერ არ იცის იყრის თუ არა კენჭს მეორე ვადით არჩევისთვის.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები