„ატენი 19“-ის დამფუძნებელი: ინფორმაცია ცალმხრივად შუქდება, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს

„ატენი 19“- ის დამფუძნებლებმა და ადვოკატებმა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში  პრესკონფერენცია გამართეს. ამხანაგობის წევრები „რუსთავი 2“-ის გადაცემა „P.S“-ში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურნენ, რომელიც მათი თქმით, მშენებლობებს ეხებოდა და ცალმხრივად იყო მომზადებული.

„სიუჯეტში გაშუქება მოხდა ცალმხივად და არასრულად. წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი მოსარჩელე მხარე და ჩვენ, მეორე მხარეს საშუალება არ მოგვეცა, რომ დაგვეფიქსირებინა ჩვენი მოსაზრება, დაგვესახელებინა საკუთარი არგუმენტები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ დღეს, ამ პრესკონფერენციით, რომ გავაბათილოთ ის არასწორი ინფორმაცია, რომელიც გუშინ გაჟღერდა „რუსთავი 2“- ის ეთერში“, – განაცხადა „ატენი 19“ -ის  დამფუძნებელმა გიორგი ასათიანმა.

მისივე მტკიცებით, სიუჟეტში წარმოდგენილ დასკვნას არავითარი საერთო აქვს იმ პროექტთან, რომლის მიხედვითაც, ატენის ქუჩაზე მშენებლობა ხორციელდება.

„ექსპერტის დასკვნა, რომელიც გუშინ გავიდა სიუჟეტში, არ იყო დაკავშირებული იმ პროექტთან, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს დღეს მშენებლობა. ეს იყო თავდაპირველად, 2007 წელს შეთანხმებული პროექტი, რომლის მიხედვითაც სამშენებლო სამუშაოები არასდროს წარმოებულა და შესაბამისად, დღესაც არ მიმდინარეობს სამუშაოების წარმოება ამ პროექტის მიხედვით“,  – განაცხადა ასათიანმა.

„ატენი 19“ -ის  დამფუძნებლის განცხადებით, აღნიშნულ ქუჩაზე მშენებლობა ახალი პროექტის მიხედვით მიმდინარეობს, რომელიც კანონის ფარგლებში მომზადდა და მერიის მხრიდან შესაბამისი ნებართვა გაიცა.

„რაც შეეხება დღევანდელ მშენებლობას –  არსებობს კანონის დაცვით მიღებული ყველა დოკუმენტი, ყველა კვლევა, ყველა დასკვნა და ის საცხოვრებელი სახლი, რომელიც დღეს შენდება ატენის ქუჩაზე, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ თბილისში იქნება ერთ-ერთი საუკეთესო და თითით საჩვენებელი“, – განაცხადა ასათიანმა.

„ატენი 19“ – ის დამფუძნებლების მტკიცებით, მოსარჩელე მხრიდან განხორციელებული ქმდებები სიყალბეა და  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„გვინდა მოვუწოდოთ მერიას, რომ დარჩეს კანონის ფარგლებში, არ გასცდეს სამართლებრივ პროცესს და არ დაემორჩილოს ზეწოლას, რომელიც მიმდინარეობს მედია საშუალებებითა თუ საზოგადოებრივი აზრის შექმნით  და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება სრულ შესაბამისობაში კანონთან“ – აცხადებენ ამხანაგობის წევრები.

ატენის ქუჩის მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. პარალელურად, პირები, რომლებსაც მშენებარე კორპუსში ბინები აქვთ შეძენილი, ამავე მშენებლობის გაგრძელებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები