„გადადგომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო კონტაქტიც კი არ მქონია“

რაც ბიძინა ივანიშვილი გადადგა, მასთან არა თუ შეხვედრა, სატელეფონო კონტაქტიც კი არ მქონია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა. მინისტრი არ იზიარებს NDI-ს რესპონდენტთა უმრავლესობის განწყობას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობას ფარულად მართავს.
“არ ვიზიარებ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ფარულად მართავს ხელისუფლებას, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რაც ის გადადგა, იმ დღიდან მოყოლებული მასთან არათუ შეხვედრა, არათუ რაიმე ინსტრუქციის მიღება, არამედ სატელეფონო კონტაქტიც არ მქონია. ეს იმას მოწმობს, რომ იუსტიციის სამინისტრო, ყველა სხვა სამინისტრო და პრემიერ – მინისტრი არიან დამოუკიდებელი საქმიანობის პროცესში. სპეკულაციები, რომ სადღაც ჩრდილოვან პირობებში ყოფილი პრემიერი კვლავ მართავს ქვეყანას, უნდა დასრულდეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები