პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტი აჭარაში – კაფე-ბარსა და სასტუმროში მოქალაქეებს ფართს უთმობდნენ (ვიდეო) 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში, 1964 წელს დაბადებული რ.შ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებული პირი დროებით მფლობელობაში არსებულ კაფე-ბარსა და სასტუმროში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.
სამართალდამცველებმა ბარსა და სასტუმროში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები