კახა კალაძე: გაუგებარია, რატომ უნდა გავმართოთ დებატები გენგეგმაზე, რომელიც ჯერ არ არსებობს
„გაუგებარია, ახლა რატომ უნდა გავმართოთ დებატები გენგეგმაზე, რა მაქვს სადებატო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ _ აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და ოლიტიკურ პარტიებს თბილისის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობას სთავაზობს.
მისივე განცხადებით, ყველა პარტიას შეუძლია, სამუშაო ჯგუფში წარადგინოს ერთი წევრი, რომელსაც ყველა ინფორმაციაზე წვდომა ექნება.
„გაუგებარია, ახლა რატომ უნდა გავმართოთ დებატები გენგეგმაზე, რა მაქვს სადებატო „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჯერ გენგეგმა არ არსებობს, მიმდინარეობს მუშაობა, სადაც ჩართულია კონკრეტულად ის კომპანია, რომელიც ორი წელია მუშაობს, ჩართული არიან საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები. მივმართე ყველას, პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც სურვილი აქვთ, ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღონ, წარმოადგინონ თითო კომპეტენტური ადამიანი, ჩვენ ყველანაირ დოკუმენტაციას მივაწვდით, რაც დღეს მერიაში არსებობს, ჩაერთონ ამ ჯგუფში და ერთად განვიხილოთ და წარმოვაჩინოთ, თუ რაიმე პრობლემაა, ერთად შევიმუშაოთ, რა არის გასაკეთებელი და მივიღოთ დოკუმენტი, რომელიც დედაქალაქისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. აქ სადებატო არაფერია“, – განაცხადა კახა კალაძემ.