თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონს და ვიქტორ კუპრაძის ქუჩის მცხოვრებლებს; 14:00-დან 18:00 საათამდე – ქინძმარაულის ქუჩას (ნაწილობრივ); 10:00-დან 18:00 საათამდე – დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ლუბლიანასა და მიხეილ ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს; 11:00-დან 16:00 საათამდე სოფელი ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის, შოთა ნიშნიანიძისა და გორგასალის ქუჩების მაცხოვრებლებს; 11:00-დან 13:00 საათამდე – აღმაშენებლის გამზირს (ნაწილობრივ) და მარჯანიშვილის ქუჩას; 10:00-დან 18:00 საათამდე – დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, მეფე მირიანისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მაცხოვრებლებს; 11:00-დან 14:00 საათამდე ცხინვალის ქუჩას; 11:00-დან 17:00 საათამდე – თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტალს, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტალს, სოფელი გლდანის, ავშნის და გია რომელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს; 11:00-დან 17:00 საათამდე – ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტალს; 12:00-დან 15:00 საათამდე – წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირს და საექიმოს ქუჩას.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგებათ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები