აბდულა გიული საქართველოში ჩამოვიდა

თურქეთის პრეზიდენტი საქართველოშია. აბდულა გიულის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პრეზიდენტს ოფიციალური პირებიდან ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე დახვდნენ. ტრაპთან განლაგებულია საპატიო ყარაული.
დღეს ვიზიტის არაოფიციალური ნაწილი გაიმართება, ხვალ კი აბდულა გიული მონაწილეობას მიიღებს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ სამიტში სახელწოდებით “თბილისის სამიტი 2014”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები