ზვიად ქორიძე: პატიმართა შეწყალების კუთხით, მარგველაშვილი რეკორდსმენი არ არის – სააკაშვილია

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე დარწმუნებულია, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში არ შევა, იმ დაუსაბუთებელი, არგუმენტებს მოკლებული და ცილისმწამებლური რეპლიკების შემდგომ, რომელსაც ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ან პირების მხრიდან ჰქონდა ადგილი.
ზვიად ქორიძის განცხადებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეწყალებების რაოდენობით რეკორდსმენი ნამდვილად არ არის და როდესაც საუბარია რეკორდებზე, ყველამ უნდა ნახოს ციფრები:
,,ეს ციფრები მხოლოდ მე არ მაქვს, არის საჯარო და ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია გაეცნოს ამ ციფრებს და, ასევე იმ ჟურნალისტებსაც და საჯარო პირებსაც, რომლებიც აკეთებდნენ ამ თემაზე განცხადებებს, ბოლო თვისა და კვირების განმავლობაში შეეძლოთ ენახათ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ნამდვილად არ არის “რეკორდსმენი”, თუმცა, რომც ყოფილიყო, შესაძლოა, ცუდი არაფერი იყოს ამაში.
თავისი მმართველობის დროს, პრეზიდენტ მარგველაშვილს სულ შეწყალებული ჰყავს 3671 მსჯავრდებული და სასჯელმოხდილი პირი;
აქედან, 3438 არის შეწყალებული შეწყალების კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე – აქედან, 2384 პრეზიდენტმა სრულად შეიწყალა და მათ დატოვეს საპატიმრო დაწესებულება და 1054 შუმცირდა მოსახდელად დარჩენილი სასაჯელი.
მხოლოდ 233 პირი შეიწყალა პრეზიდენტმა პირდაპირი წესით დისკრეციის ფარგლებში”,- განაცხადა ზვიად ქორიძემ.
ზვიად ქორიძის განცხადებით, თუ შვადარებთ წინა პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერიოდის მონაცემებს, დავინახავთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა სულ 34947 მსჯავრდებული და სასჯელმოხდილი პირი შეიწყალა.
,,აქედან, 3077 პირის შეწყალებისას დაეყრდნო ის კომისიის რეკომენდაციებს, 8950 პირდაპირი წესით დისკრეციის ფარგლებში შეიწყალა და 22920 პირი გათავისუფლდა ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოხდისგან და მოეხსნათ ნასამართლეობა. იცით თქვენ ეს გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიიღო საკუთარი საპრეზიდენტო მმართველობის ბოლოს. მაგრამ ამ ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოხდისაგან და ნასამართლეობისგან გათავისუფლებულ პირთა გარდა, მან შეიწყალა 12027 მსჯავრდებული”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.
ზვიად ქორიძის თქმით, როდესაც ვსაუბრობთ რეკორდებზე, ყველაზე კარგია გავეცნოთ სტატისტიკას, ვნახოთ ციფრები, რომლებიც არასოდეს ტყუიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები