პაკისტანში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
პაკისტანში, ქალაქ ლასბელაში მიწისძვრის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა.
უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა პაკისტანის სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში მოხდა.
მიწისძვრის შედეგად მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, ყველა ადამიანი ღია სივრცეში ყოფნას ცდილობდა.
კატასტროფების ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ მიწისძვრას სერიოზული ზიანი არ გამოუწვევია.
„European Mediterranean Seismological Centre“-ის განცხადებით, მიწისძვრა ინდოეთშიც დაფიქსირდა.