ტრაპიზონში ძარცვის ბრალდებით 2 ქართველი დააკავეს

ტრაპიზონში ძარცვის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს. გამოძიების ცნობით, რომეო ლ-სა და ედიშერ ჯ-ს პოლიცია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ძარცვას ედავება.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ დამნაშავეებს სათვალთვალო კამერების დახმარებით მიაგნო. ბრალდებულების სახლიდან პოლიციამ ნაძარცვი ნივთები ამოიღო, მათ შორის იყო რამდენიმე ტელევიზორი, პრინტერი, ლეპტოპი და სხვა ტექნიკა.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, რამდენიმე ბინაში მძარცველებმა სახურავიდან დაშვებული თოკით შეაღწიეს, სასამართლომ ორივე ბრალდებულის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები