მეტროსადგური ”ვარკეთილი” მგზავრებს, სავარაუდოდ, ხვალიდან მოემსახურება
მეტროს სადგური ”ვარკეთილი” მგზავრებს, სავარაუდოდ ხვალ, 06:00 საათიდან მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, „ვარკეთილის“ მეტროში დასუფთავების სამუშაოები უკვე დასრულდა.
მეტროსადგურ “ვარკეთილში”, დღეს დაახლოებით 10:30 საათზე ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოვარდა, შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. შს სამინისტრომ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო – სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
დაშავებული მოქალაქეების მკურნალობის ხარჯებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია დაფარავს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.