ოზურგეთში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
გურიაში, კერძოდ ოზურგეთში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, დამწვარია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო მანქანები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ხანძრის შედეგად სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.