რას ყვება ჟურნალისტი, რომელიც მეტროსადგურის ჭერის ჩამონგრევისას დაშავდა
ამ დროისათვის, ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულებს ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდათ და ერთ-ერთი მათგანი მეტროში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.
ერთ-ერთი დაზარალებული, რომელის პროფესიით ჟურნალისტია გიორგი საკრაული ამბობს, რომ ჭერის ჩამოვარდნის შედეგად ხალხი პანიკამ მოიცვა.
„ვხედავ ტორნადო, ოღონდ ტორნადო კედლის, ჭერის და რაღაც უზარმაზარი მასა მოდის შენსკენ. მასა მოდის და ეს ტალღასავით პატარავდება და უკვე შენ უნდა გაიქცე, რომ გაასწრო, მაგრამ ყველანი მოვყევით შიგნით. მგზავრების ნაწილმა თავი გაჩერებული მატარებლის ვაგონებს შეაფარა. ერთ-ერთმა მოქალაქემ რკინის კონსტრუქცია აწია და შიგ მოყოლილი ადამიანები გამოიყვანა. აბსოლუტურად უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომლებმაც უბრალოდ ფურთხით მიაწებეს ჭერი. რომლებიც ფურთხით აკეთებენ ნებისმიერ ნაგებობას, მეტროსადგურებში და არა მარტო მეტროსადგურებში. აბსოლუტურად უნდა შემოწმდეს და დაისაჯოს მარტო კომპანია კი არა, იმ კომპანიამ მერე ვიღაცას ხომ ჩააბარა, ვიღაცამ ხომ ხელი მოაწერა?“ – ამბობს გიორგი საკრაული.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მეტროში ჩაკიდული წერის რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა.