ეროვნული გალერეა მიქელანჯელოს 6 გრაფიკულ ნამუშევარს უმასპინძლებს
2 თებერვლიდან, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს მიქელანჯელოს 6 გრაფიკულ ნამუშევარს – ფლორენციის „კაზა ბუონაროტის“ მუზეუმის კოლექციიდან.
„მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“ – ასე ჰქვია მიქელანჯელო ბუონაროტის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენას, რომლის ორგანიზატორები საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში არიან.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, მხატვრის ორიგინალი ნამუშევრების ექსპოზიციას საქართველოში მუზეუმის დირექტორი ალესანდრო ჩეკი ჩამოიტანს. გამოფენა კი 3 აპრილამდე გასტანს.