სანოტო კრებულისა და დისკის – „15 აფხაზური სიმღერის“ წარდგენა გაიმართება
30 იანვარს, 17.:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში სანოტო კრებულისა და დისკის „15 აფხაზური სიმღერა“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამო ეძღვნება საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწის, სვეტლანა ქეცბას ხსოვნას.
როგორც „კვირას ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამო ეძღვნება საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწის, სვეტლანა ქეცბას ხსოვნას.
პრეზენტაციაში მონაწილეობენ: სსიპ სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი ბიძინა გუნია, მიტროპოლიტი დანიელი, მუსიკოლოგიის დოქტორი, სანოტო კრებულის რედაქტორი ნინო კალანდაძე-მახარაძე, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე გიორგი შავერზაშვილი, საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე მანანა ახმეტელი, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ,,აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია, ანსამბლი ,,აფხაზეთი“.
საღამოს ორგანიზატორია აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი.
მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქ. №68.
საღამოს ორგანიზატორია აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი.
მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქ. №68.