NDI: გამოკითხულთა უმრავლესობისთვის პუტინი-მარგველაშვილის შეხვედრა მისაღებია

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის საქართველოს მთავრობის მიერ ვლადიმერ პუტინისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის შესაძლებლობის განხილვა მისაღებია.
კვლევის შედეგების მიხედვით, ეს მისაღებია 72%-სთვის, ხოლო მიუღებელია – 12%-ისთვის. გამოკითხულთა 14%-მა არ იცის, მისაღებია თუ არა მისთვის საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრის შესაძლებლობის განხილვა, 1%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 3 942 ადამიანი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები