წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ ზურაბ კიკნაძეს უმასპინძლებს
1 თებერვალს, 18:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ ზურაბ კიკნაძესთან შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გრძელდება საღამოების ციკლი „საუბრები ისტორიაზე“ და მორიგი სტუმარი ზურაბ კიკნაძე იქნება. შეხვედრის თემაა – „ხასიდების გზა“.
ზურაბ კიკნაძის წიგნი „ხასიდური სიბრძნე“ 2016 წელს „ინტელექტმა“ გამოსცა. წიგნი ხასიდური სწავლებების ქართულ ენაზე გადმოცემის ძალზე მნიშვნელოვანი და წარმატებული მცდელობაა. ზურაბ კიკნაძემ დიდი ძალისხმევა მიუძღვნა იმას, რომ იგი მთელი თავისი სისადავით, უშუალობითა და ფილოსოფიური სიღრმით ქართულად აემეტყველებინა. ამ ძალისხმევის შედეგად გამოიცა წიგნი, რომელიც ჩვენი, ადამიანური სამყაროს ერთ ძალზე მნიშვნელოვან განზომილებას გვამცნობს.
„ხასიდური სიბრძნე“ ლიტერატურული პრემია „საბას” 2017 წლის ფინალისტია.