სტამბოლში ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავეთა დასის კონცერტი გაიმართება

2018 წელს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, პირველ კონცერტს ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავეთა დასი სტამბოლში, ბოსტანჯის საკონცერტო დარბაზში (Bostancı Gösteri Merkezi) 3 თებერვალს გამართავს.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: Kafkas Halk Dansları და Nar Sanat საზოგადოებები.
ონცერტს დაესწრება საქართველოსა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები