გამოკითხულთა აზრით, “ქართული ოცნება” ერთადერთი ძალაა, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს”

NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის ლუის ნავაროს ინფორმაციით, ამჟამინდელი ხელისუფლება მიიჩნევა ერთადერთ ძალად, რომელიც, მოსახლეობის აზრით, მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს. რაც შეეხება ოპოზიციას, ნავაროს განმარტებით, ამ ეტაპზე მოსახლეობა არც საპარლამენტო და არც არასაპარლამენტო ოპოზიციას არ მიიჩნევს ძალად, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას შეძლებს. მისვე თქმით, ასევე გაზრდილია იმ ადამიანების მაჩვენებელი, ვისაც არ მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან.
“ეს ნეგატიური დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებაში ალბათ, ყირიმში მიმდინარე მოვლენებით არის გამოწვეული, რაც მოსახლეობას ასევე არ მოსწონს, თუმცა აქვე მოსახლეობის დიდი ნაწილი აცხადებს, რომ დიალოგის მომხრეა და ვლადიმერ პუტინისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის შესახებ შესაძლო დისკუსიებს ეთანხმება”, – აღნიშნა ლუის ნავარომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები