საქართველო ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალისთვის ემზადება

15 თებერვლიდან 25 თებერვლამდე, ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. საქართველო ამ ფესტივალში  მეცამეტედ მონაწილეობს.
ეროვნული კინოცენტრი  ბერლინალეში მონაწილეობის მზადების შესახებ ქართველ რეჟისორებსა და ფილმებზე პერიოდულად ავრცელებდა ინფორმაციას.
აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალზე,  აღიარებული 7 ფილმის აღდგენილი ვერსიების მსოფლიო პრემიერებს შორისაა მიხეილ კალატოზიშვილის კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი ფილმი – „მიფრინავენ წეროები“ .
European Film Promotion-ის გადაწყვეტილებით, ირაკლი კვირიკაძე 10 ყველაზე ნიჭიერ ევროპელ „ამომავალ ვარსკვლავს“ შორის მოხვდა.
Shooting Stars-ის ნომინაციაში ქართველი მსახიობი რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“ შესრულებული როლისთვის მოხვდა. 19 თებერვალს კი თითოეულ მათგანს პრესტიჟული ჯილდო – European Shooting Stars Award გადაეცემა.
ბერლინალეზე  ზაზა ხალვაშის ახალ ფილმს „ნამეს“ უჩვენებენ. ხოლო თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის „ჰორიზონტის“ მსოფლიო პრემიერა შედგება.
14-22 თებერვალს, ბერლინში კრიტიკოსთა კვირეულს ანა ურუშაძის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმი – „საშიში დედა“ გახსნის.
ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან პლატფორმაზე – Berlinale Talents წელს სამი ქართველი კინემატოგრაფისტი იქნება წარმოდგენილი: ანა სარუხანოვა – რეჟისორი; რატი წითელაძე – რეჟისორი, პროდიუსერი; ნინო ვარსიმაშვილი – სცენარისტი, პროდიუსერი.
Books at Berlinale Books at Berlinale-სთვის ქართული ლიტერატურული ნაწარმოები პირველად შეირჩა. ბერლინში კინოპროფესიონალების წინაშე დათო ტურაშვილის რომანი „სხვა ამსტერდამი“ წარდგება, რომელიც 12 საუკეთესო ნაწარმოებს შორის მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები