ძიძის მიერ ნოშრევან ნამორაძის ამოცნობის პროცედურა მიმდინარეობს

ნოშრევან ნამორაძესთან წინასწარი დაკავების იზოლატორში მისი ადვოკატი ლილი გელაშვილი შევიდა. ადვოკატის განცხადებით, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დავით კოდუას შვილის ძიძა იმყოფება და უნდა ჩატარდეს ამოცნობის პროცედურა. შენობასთან დავით კოდუას ცემაში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილი.
„ნოშრევან ნამორაძის მიმართ საგამოძიებო მოქმედება ტარდება. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ძიძა არის მოყვანილი და უნდა ჩატარდეს ამოცნობა. ამის შემდეგ მოხდება ბრალის წარდგენა. გამოძიება მუშაობს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს“ ,- განაცხადა ლილი გელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დავით კოდუაზე თავდასხმა 3 მაისს მოხდა. კოდუას ცემის ფაქტზე შსს-მ ნოშრევან ნამორაძე დააკავა. შსს-ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში ნამორაძე ყვება, თუ რა გახდა დავით კოდუასთან მისი დაპირისპირების მიზეზი და რატომ სცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები