მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე მომხდარი ინციდენტისას ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

თბილისში, მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა და ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების ფაქტის შემსწრე მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელეს. აღნიშნულთან დაკავშირებით “კვირა” შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი მოქალაქე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, პოლიციის არდამორჩილებისა და წინააღმდეგობის გაწევის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები