თბილისში ტრანსგენდერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

თბილისში ტრანსგენდერი ქალი, 23 წლის მირანდა ფაღავა სცემეს.

მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული.

როგორც დაზარალებული აცხადებს, თავდამსხმელი მამაკაცი იყო, რომელმაც მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები