მონადირეები ფოთის მერის მოადგილეებსა და საკრებულოს წევრებს შეხვდნენ

ფოთში მიმდინარე აქციის მონაწილეებს ქალაქის მერის მოადგილეები და საკრებულოს წევრები შეხვდნენ.

შეხვედრა კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მონადირეები საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვენ, რომლის თანახმად, კოლხეთის ეროვნულ პარკსა და მის შემოგარენში შეუზღუდავი, თავისუფალი გადაადგილებისა და ნადირობის უფლება მიეცემათ.

მერის მოადგილის თქმით, საქმის კურსში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ჩააყენებენ.

”ჩვენი, როგორც ქალაქის ხელმძღვანელობის პოზიცია არის ერთადერთი, მივმართოთ სამინისტროს, რომ გამოყოს წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე ჩამოვლენ, გაეცნობიან ამ პრობლემას და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. იმის გამო, რომ აღნიშნული საკითხი კანონმდებლობით რეგულირდება, ჩვენ ჩარევისა და რაიმე ცვლილების შეტანის უფლება არ გვაქვს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ფოთის მერის პირველმა მოადგილემ, მამუკა პაპასკირმა.

მონადირეები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები