რომელ ბაღებში გადანაწილდებიან თბილისის 4 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები

ხვალიდან, 29 იანვრიდან დახურული ოთხი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სხვა საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან და სწორედ იქ განახლდება სააღმზრდელო პროცესი.

საუბარია N19, N84, N125 და N64 საბავშვო ბაღების აღსაზრდელებზე.

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, მე-19 ბაგა-ბაღის აღსაზრდელები გადანაწილდებიან მე- 40, 23-ე და ე.წ. სმენადაქვეითებულთა ბაგა-ბაღში; 84-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები – 31-ე, 56-ე, 143-ე ბაგა-ბაღში; 125-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები – 34-ე, 69-ე, 98-ე და 94-ე ბაგა-ბაღში; ხოლო 64-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები მე-10 ბაგა-ბაღში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საბავშვო ბაღები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე დაიხურა. დასკვნების მიხედვით, შენობების ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ იყო. ბაღების შენობებთან დაკავშირებით შემდგომი გადაწყვეტილებები უკვე დეტალური შესწავლის შემდეგ იქნება მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები