ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ქაბულში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 103-ს მიაღწია – ინფორმაციას უცხოური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულია 235-ი ადამიანი.

აფეთქება შაბათს, ქაბულის ვაზირ-აკბარ-ხანის უბანში მოხდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნების საელჩოები და სამთავრობო სახლებია განთავსებული. მედიის ინფორმაციით, აფეთქება ტერორისტ-რადიკალებმა დანაღმული სასწრაფო დახმარების მანქანით განახორციელეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობამ “თალიბანმა” აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები