პრემიერი თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ხაზების მძღოლების დაუყოვნებლივ დასაქმებას მოითხოვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ხაზების მძღოლების პრობლემის მოგვარებასა და მათ დაუყოვნებლივ დასაქმებას მოითხოვს. მთავრობის მეთაურმა დღეს შეხვედრა გამართა ქვემო ქართლის გუბერნიაში, სადაც მხარის სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი მღებრიშვილსა და რუსთავის მერობის მოვალეობის შემსრულებელს დავით ჯიქიას შეხვდა.
” გუბერნიაში ჩემი სტუმრობის მიზეზი გამოცხადებული ტენდერია, რომელშიც გაიმარჯვა შპს “ინტერტრანსმა”. მაქვს შეკითხვა: რატომ დგას ხალხი ქუჩაში, რატომ ვერ მოახერხა კომპანიამ ხალხის დასაქმება და რატომ ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას? ჩემთვის ყველა კომპანია და ბიზნესი ძვირფასია, მაგრამ უპირველესი არის თითოეული ადამიანი. არც ერთი ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს, კეთილი ინებოს კომპანიამ და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში იმოქმედეთ კანონის შესაბამისად. ვიცი, რომ აღნიშნული ფაქტით შეწუხებულია მერის მოვალეობის შემსრულებელი და გუბერნატორი. მოვუწოდებ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში იმოქმედეთ კანონის შესაბამისად”,-მ იმართა პრემიერმა გუბერნატორს და მერის მოვალეობის შემსრულებელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები