იულია ტიმოშენკო მზად არის მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგეს

უკრაინის პარლამენტის 10 დეპუტატი, მათ შორის პარტია “ბატკივშინას” ლიდერი იულია ტიმოშენკო მზად არის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“ვაცხადებთ, რომ თავდებში დავუდგებით მიხეილ სააკაშვილს და სასამართლოს ვთხოვთ ძალაში დატოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდა“, – განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს ექსპრეზიდენტს სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები