სამხრეთ კორეის საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 39 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ კორეაში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა. შედეგად, 39 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაშავდა, ამის შესახებ ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩნდა, შენობაში კი, დაახლოებით, 200 პაციენტი იმყოფებოდა.
როგორც „BBC“ იუწყება, რამდენიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და შესაძლოა, მსხვერპლი გაიზარდოს.
ახალი ამბების სააგენტო „ Yonhap“-ის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის საავადმყოფოს თანამშრომლებიც არიან.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ „BBC“-სთან საუბრისას განაცხადა, რომ დაღუპულია 39 ადამიანი, თუმცა სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარს 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სახანძრო სამსახურის უფროსის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები