საფრანგეთის შს მინისტრი სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებთან კონფლიქტს სერიოზულს უწოდებს

საფრანგეთის შს მინისტრმა ჟერარ კოლონმა ფრანგულ ციხეებსა და ქვეყნის ხელისუფლებას შორის არსებულ კონფლიქტს „სერიოზული“ უწოდა. თუმცა, მან იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი უახლოეს მომავალში მოგვარდება.
საფრანგეთში რამდენიმე კვირაა საპატიმროების თანამშრომლების საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს. ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოების ნორმების გაზრდას ითხოვენ. პროფკავშირების ბოლო ინფორმაციით, 150-ზე მეტი ციხე დღეისთვის ბლოკირებულია.
„იმედი მაქვს, რომ კონფლიქტის მოგვარება მალე მოხერხდება, რადგან სიტუაცია ძალიან სერიოზულია. ჩვენ ვნახეთ, რომ საპატიმროების თანამშრომლებმა მკვეთრი რეაგირება მოახდინეს იმაზე, რაც მოხდა, თავდასხმებზე ( პატიმრების), მათთვის ეს ძალიან რთული იყო“ -განაცხადა კოლონმა რადიოსადგურ „Europe 1„-ის ეთერში. მან აღნიშნა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება იძულებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გააგზავნოს დამატებითი საპოლიციო ძალები. „მათთვის ეს რთულია, რადგან თავის კოლეგებს უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა. ამიტომ სიტუაციის მართვა მარტივი არ არის, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება“., _ მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ადგილებზე სპეცრაზმის და ჟანდარმერიის 300 წარმომადგენელი მუშაობს.
11 იანვარს, საფრანგეთის ერთ-ერთ დეპარტამენტში მდებარე ციხის სამი თანამშრომელი დაშავდა ტერორიზმში ბრალდებული პატიმრის თავდასხმის შედეგად. მიმდინარე აქციების ფონზე, საფრანგეთის სხვა რეგიონებშიც არაერთი ასეთი თავდასხმა განხორციელდა პატიმრების მხრიდან.
ციხეების თანამშრომლებმა სხვადასხვა მოთხოვნა წამოაყენეს, მათ შორის ხელფასების გაზრდა და განსაკუთრებული უსაფრთხოების ნორმების დაწესება იმ პატიმრებისთვის, რომლებიც ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ბრალდებებით იმყოფებიან საპატიმროებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები